Tesla პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელია

Tesla პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელია

Tesla-ს დღეს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი კომპანიაა დედამიწაზე. მისმა საბაზრო ღირებულებამ $208 მილიარდს მიაღწია და გადაასწრო ბოლო წლების ერთპიროვნულ ლიდერს ავტოწარმოებაში იაპონურ Toyota-ს.

მხოლოდ მიმდინარე კვირას Tesla-ს აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა. ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, ერთი აქციის ღირებულებამ $1000-ს გადააჭარბა პირველად ისტორიაში. ხოლო ოთხშაბათს აღნიშნული რეკორდი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ელონ მასკის ავტო მწარმოებლის აქციის ღირებულებამ $1,135-ს მიაღწია.

Tesla-მ საბაზრო ღირებულებით ოფიციალურად გადაუსწრო უკვე Toyota-ს, რომელიც მისი მთავარი კონკურენტი იყო ამ ტიტულის მოპოვებისთვის.

Toyota-ს საბაზრო ღირებულება ახლა $203 მილიარდია. რაც შეეხება სხვა ავტომწარმოებლებს და მათ საბაზრო ღირებულებას, Fiat Chrysler-ის ღირებულება $20 მილიარდია, Ford-ის $24 მილიარდი, Ferrari-ს$32 მილიარდი, General Motors-ის $36 მილიარდი, BMW-ს $41 მილიარდი, Honda-ს $46 მილიარდი და Volkswagen-ის $74 მილიარდი.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ საბაზრო ღირებულებით იაპონურ Toyota-ს გაუსწრო, ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მეტ მანქანას აწარმოებს, ვიდრე ელონ მასკის კომპანია. მაგალითად: 2020 წლის პირველ კვარტალში, Tesla-მ 103 000 ავტომობილი აწარმოა, მაშინ როდესაც Toyota-მ 2.4 მილიონი მანქანა.

Tesla-ს საბაზრო ღირებულებასთან ერთად გაიზარდა ელონ მასკის ქონებაც. აპრილის შემდეგ მისი სიმდიდრე თითქმის გაორმაგდა და $24 მილიარდიდან $46 მილიარდამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.