Tesla-ს კიბერ მანქანების შეკვეთებმა 250,000-ს მიაღწია

Tesla-ს კიბერ მანქანების შეკვეთებმა 250,000-ს მიაღწია

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Tweeter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რომ კიბერ მანქანის წინასწარმა შეკვეთებმა 250,000-ს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის პრეზენტაციიდან ჯერ მხოლოდ 5 დღეა გასული.

თუკი წინასწარი შეკვეთების რაოდენობას გავითვალისწინებთ, კომპანიის შემოსავლების რაოდენობა 14 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ პირველი ელექტრო კიბერ მანქანა 21 ნოემბერს წარადგინა. მანქანა აღჭურვილია ბრონირებული მინით  და იგივე უჟანგავი ფოლადია გამოყენებული, რომელიც საჰაერო ხომალდების წარმოებაში გამოიყენება. პიკაპის ფასი 39,990 აშშ დოლარიდან იწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *