Tesla-ს Model Y სექტემბერში ევროპაში რეგისტრირებულ ახალ ავტომობილებს შორის რაოდენობით ლიდერია

Tesla-ს Model Y სექტემბერში ევროპაში რეგისტრირებულ ახალ ავტომობილებს შორის რაოდენობით ლიდერია

ბაზრის კვლევის მონაცემების თანახმად, Tesla-ს ელექტრომობილი Model Y სექტემბერში ევროპაში რეგისტრირებულ ახალ ავტომობილებს შორის რაოდენობის მიხედვით ლიდერი გახდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის საშუალო ზომის SUV რეგიონის რჩეულ მანქანად სწრაფადვე იქცა.

JATO Dynamics-ის მონაცემებით, სექტემბერში ევროპაში Tesla-ს აღნიშნული მოდელის 29,367 ერთეული ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 227%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ევროპაში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის რეიტინგში მეორე ადგილს Peugeot 208 იკავებს, რომელსაც Renault-ს Dacia Sandero მოსდევს.

Model Y, ელექტრომობილების გიგანტ Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილი აღმოჩნდა. მიმდინარე წელს კომპანიამ მოდელის 879,346 ერთეული აწარმოვა, მაშინ როდესაც გასული წლის მთლიანმა წარმოებამ 906,032 ერთეული შეადგინა. Tesla-ს Model Y-ის გაყიდვების მატება ნათლად წარმოაჩენს კომპანიის მცდელობებს, გაზარდოს წარმოება გერმანიაში – კერძოდ, ბერლინში მდებარე ქარხანაში. ცნობისთვის, ბერლინში Tesla-ს ქარხანა მარტში გაიხსნა და ამჟამად კვირაში 2,000 მანქანას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში Tesla-მ შესაძლო ლოგისტიკური გამოწვევების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელთა გამოც, კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მანქანების მიწოდების შეფერხებაა მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *