თამბაქოს კონტროლის ახალი მიდგომები: ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი

თამბაქოს კონტროლის ახალი მიდგომები: ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი

მოწევა კვლავ რჩება მსოფლიოში არაგადამდები დაავადებების განვითარების უმთავრეს ფაქტორად. ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი კვდება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო 1 მილიარდი მწეველია და ეს რიცხვი 2025 წლისთვის დაახლოებით უცვლელი იქნება. ყველანი ვთანხმდებით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თამბაქოსა და ნიკოტინის მიღების შეწყვეტა ან კიდევ უკეთესი – მოწევის საერთოდ არდაწყება. თუმცა, აქტიური და ზრდასრული მწეველების დიდი პოპულაციისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, უნდა არსებობდეს გონივრული არჩევანი, რომელიც მათ სიგარეტს ჩამოაცილებს.

დღეს, არსებობს ეს არჩევანი. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან ასოცირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა.

თამბაქოსთან ბრძოლაში რიგი ჯანდაცვის ორგანიზაციების შეფასებით, ინოვაცია უნდა იყოს აღიარებული წამყვან შესაძლებლობად ზიანის შემცირების მიმართულებით. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, მოწევის ზიანის მინიმუმამდე დაყვანისათვის მნიშვნელოვანია ზრდასრულ მწეველებს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, რათა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” სახელმწიფოებს “სიგარეტის ეპოქის” დასრულებისკენ მოუწოდებს. კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, 10-15 წლის ვადაში შესაძლებელია არაერთი ქვეყანა თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდეს. ამ საკითხთან და ინოვაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით PMI-ის ვიცე-პრეზიდენტი კომუნიკაციების მიმართულებით ტომასო დი ჯოვანი ქართული მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. მისი თქმით, მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თამბაქოს ზიანის შემცირების მისაღწევად თამბაქოს უკვამლო ალტერნატივების როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

“აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ინსტიტუციების, ექსპერტებისა თუ მთავრობების მზარდი რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის, რომლებმაც გამოიჩინეს ინიციატივა აღიარონ უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება და მიიღონ რეგულაციები, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია. ევროკავშირის ქვეყნები: საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ბულგარეთი. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიცაა ნორვეგია და ჩრდილოეთ მაკედონია უკვე გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის,”- განაცხადა ტომასო დი ჯოვანიმ.

თუმცა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტომასო დი ჯოვანის აზრით არის დისკუსიის პოლარიზება და სახელმწიფოთა, ასევე NGO სექტორის აქტიური ჩართულობა აუცილებელია, რათა პროგრესი დაჩქარდეს. ამის მაგალითს უსაფრთხოების ღვედების ათვისება წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად Volvo-მ შექმნა, თუმცა მისი ფართოდ ათვისება მხოლოდ მთავრობების მიერ აღებული ინიციატივის შედეგად მოხდა. „ჩვენ ვიტვირთეთ პასუხისმგებლობა ჩავანაცვლოთ სიგარეტები მეცნიერულად გამყარებული და ნაკლებად მავნე ალტერნატივით, დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში. ჩვენ გარდავქმნით ჩვენს ორგანიზაციას ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა, ამ ტრანსფორმაციას ვერ დავასრულებთ წარმატებით თუ მარტო ვიქნებით. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს კრიტიკული როლი, რათა მომხმარებელთათვის შესაძლებელი იყოს მკაფიო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უკვამლო თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით.“- განაცხადა ტომასო დი ჯიოვანიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამკრძალავი ნორმების დაწესება აფერხებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროგრესს. “აკრძალვა, როგორც წესი, არ წარმოადგენს ეფექტიან ზომას, ის ხელს უწყობს თამბაქოს პროდუქტების კონტრაბანდის ზრდას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას და ამავდროულად, ხშირ შემთხვევებში, ზრდასრული მწეველების მიერ შეძენილი პროდუქცია საეჭვო ხარისხისაა; მაგრამ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია უკვე დათქვეს ვადა, რომლისთვისაც ისინი ისურვებდნენ სიგარეტების ელიმინაციას. ერთობლივი ძალისხმევით და სწორი საკანონმდებლო ინიციატივებით შესაძლებელია, 10-15 წელიწადში საქართველო გათავისუფლდეს თამბაქოს კვამლისგან,”- განაცხადა ტომასო დი ჯოვანიმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *