თამბაქოს შეფუთვის შემოღება 5 წლით გადავადდება

თამბაქოს შეფუთვის შემოღება 5 წლით გადავადდება

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, რეგულაციების კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვადა გადაიწევს, კერძოდ: საქართველოს მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1 ივლისის ნაცვლად დაამტკიცოს 2022 წლის 1 ივლისამდე. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2018 წლის 1 იანვრისა.

კანონპროექტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური ზეგავლენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *