თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები რეკლამაში ხარჯავენ

თანხა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები რეკლამაში ხარჯავენ

1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯებმა ჯამურად 727,178 ლარი შეადგინა, სატელევიზიო რეკლამის ხარჯმა კი 417,210 ლარი. აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებით ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” გასწია – 383,432 ლარი.  

მეორე ადგილზე სარეკლამო ხარჯებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 312,210 ლარით.  

17,163 ლარის სარეკლამო ხარჯი უფიქსირდება საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. ეს თანხა მან რეკლამაზე 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის პერიოდში დახარჯა, 22 აგვისტომდე კი ზურაბიშვილს სარეკლამო ხარჯი არ გაუწევია. 

ლეიბორისტულმა პარტიამ აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე რეკლამაზე 2,125 ლარი დახარჯა, პარტიამ “თავისუფლი დემოკრატები” კი 3,400 ლარზე მეტი. 4,600 ლარის სარეკლამო ხარჯი უფიქსირდება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ბესარიონ თედიაშვილს. თავისუფალ საქართველოს კი 742 ლარი.  

სხვა პოლიტიკურ პარტიებს და სუბიექტებს საანაგრიშო პერიოდში სარეკლამო ხარჯი არ უფიქსირდებათ.  

22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებულმა ხარჯმა ჯამში 830,838 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ხარჯი – 344,618 ლარი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაწია, მეორე ადგილზეა “ევროპული საქართველო” 198,631 ლარით. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეხუთე ადგილზეა 29,742 ლარის ხარჯით. ხარჯებში შედის, როგორც რეკლამის ხარჯი, ასევე მივლინებებისა და შრომის ანაზღაურების ხარჯები.

ჯამურად 2017 წელს პოლიტიკურმა პრტიებმა, (საარჩევნო პერიოდში) 39,490,699 ლარის ხარჯი გასწიეს, აქედან 13,832,475 ლარი რეკლამის ხარჯი იყო. 4.1 მლნ ლარზე მეტი პოლიტიკურმა პარტიებმა სატელევიზიო რეკლამაში დახარჯეს. ამასთან 1.9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ რეკლამაზე.  

2017 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა პარტიამ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” გასწია – 11.6 მლნ ლარი. პარტიის სატელევიზიო რეკლამის ხარჯი კი 3.4 მლნ ლარზე მეტი იყო. ამას ემატება 599,457 ლარი, რაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის ხარჯია. ჯამში გასულ წელს ქართულ ოცნებას რეკლამა 12.2 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.  

416,937 ლარს შეადგენდა გასულ წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ რეკლამაზე გაწეული ხარჯი, სატელევიზიო რეკლამის ხარჯი პარტიისთვის 232,772 ლარს შეადგენდა, ხოლო 299,821 ლარი კი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის ხარჯია.  

პარტიის “ევროპული საქართველო” სარეკლამო ხარჯი 2017 წელს 794,222 ლარს შეადგენდა, სატელევიზიო რეკლამის კი 210,267 ლარს. 299,970 ლარი პარტიისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის ხარჯია.  

საქართველოს პატრიორთა ალიანსის სარეკლამო ხარჯი გასულ წელს 634,397 ლარს შეადგენდა, სატელევიზიო რეკლამის ხარჯი კი 326,000 ლარს. პარტიისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის ხარჯი 52,766 ლარი იყო.  

100 000 ლარზე მეტი დახარჯა რეკლამაზე გასულ წელს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ლეიბორისტულმა პარტიამ 47 ათას ლარზე მეტი, 46 ათას ლარზე მეტი დემოკრატიულმა მოძრაობამ ერთიანი საქართველო. 69,024 ლარს შეადგენდა პარტია “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სარეკლამო ხარჯი.  

რეკლამაზე ყველაზე ნაკლები ხარჯი 2017 წელს პარტიას “მშრომელთა სოციალისტური პარტია” უფიქსირდება – მხოლოდ 150 ლარი.