თბილისი "Cardano Blockchain" ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისი "Cardano Blockchain" ღონისძიებას უმასპინძლებს

26 იანვარს, პირველად საქართველოში, თბილისის ტექნოპარკში, ღონისძიება სახელწოდებით “Cardano Blockchain Tbilisi” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) – ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის – კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორები პიტერ გაზი და ედსკო დე ვრიესი, ასევე Cardanos/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.

შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება, განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.

კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით ( ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა და კვლევებს ეყრდნობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *