Hilton-ის ბრენდის სასტუმრო Hampton-ი რეგიონში პირველად თბილისში დაიწყებს ოპერირებას. Hampton-ი ბრენდის ახალი ხაზია, რომელიც განსხვავებული დიზაინით და ინტერიერით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. შემოდგომაზე Hilton Worldwide-სა და “ბლოქსს” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა Hampton By Hilton-ის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე, რომელსაც 2300-ზე მეტი ფილიალი აქვს მსოფლიოში.
კავკასიის რეგიონში Hampton By Hilton-ი პირველი სასტუმროა, რომელიც 170 ნომერს გააერთიანებს.
“ბლოქსი” ქართულ სამშენებლო ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და მის პორტფელში უკვე არის თბილისში დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსები. თუმცა კომპანიის გეგმები ბევრად მასშტაბურია – “ბლოქსი” დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, რეგიონში პირველი Hampton by Hilton-ის სასტუმროს და საცხოვრებელი კომპლექსის, Hill Home Residence-ის მშენებლობას იწყებს. კომპანიის გეგმებს ვრცლად Forbes Property-ის გამოცემაში გაეცნობით.