თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიების შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ალექსანდრა ქოულიმ და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ ისაუბრეს.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება “სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *