თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდა 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული 5.1%-იანი კლებითაც არის განპირობებული. პანდემიამდელ პერიოდთან, 2020 წლის თებერვალთან შედარებით ეკონომიკა 8.8%-ით არის გაზრდილი.

ორ თვეში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 16.3%-ია.

წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი