თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით შემცირდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკის კლების ტემპი 8.3%-ია.

წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მონაცემთა წყარო: საქსტატი