თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები - ბუცხრიკიძე

თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები - ბუცხრიკიძე

2-3 წელია ვამბობთ, რომ ჩვენ  ვართ და გვინდა ვიყოთ ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები, – ამის შესახებ გადაცემა „Forbes-კვირაში“ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თიბისი ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც იყო პანდემიამდე და ეს ადამიანების ჩვევების ცვლილებას უკავშირდება. „ხალხი ნაკლებად მოდის ფილიალებში. ხალხი მიეჩვია სხვანაირად მუშაობას“, – აღნიშნა მან.

ამასთან, თიბისის გენერალური დირექტორის თქმით, ბანკს აქვს რამდენიმე აკადემია, მათ შორის IT აკადემია, სადაც ახალგაზრდების გადამზადება ხდება.

„ძალიან რთული სწავლაა IT აკადემიაში, მაგრამ ვინც ამთავრებს, ფაქტობრივად, ყველა აგვყავს სამსახურში. 1-2 წლის შემდეგ კი ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები ხდებიან. დღეს რამდენიმე ათეული დატაინჟინერი, დატატექნოლოგი გვყავს. მათ აქ ვუქმნით გარემოს, მოდიან და იქმნიან კარიერას. ოღონდ თავისუფლებას ვაძლევთ, დღეს განსხვავებული თაობაა, 90-იან წლებში სხვა თაობა იყო. დღეს მათ თავისუფლება თუ არ მიეცი, რომ მათთვის საინტერესო საქმე აკეთონ, შეუძლებელია თანამშრომლობა“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, თიბისი ბანკი 8000-მდე თანამშრომელს ასაქმებს როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთშიც, სადაც თიბისიმ ოპერირება გასულ წელს დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *