თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი ტოვებს

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი ტოვებს

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არააღმასრულებელი დირექტორები სტეფანო მარსალია და სტეფან ვილკე ტოვებენ. ეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილია. ორი არააღმასრულებელი დირექტორი ბანკის საბჭოს წლის განმავლობაში დატოვებს, მას შემდეგ, რაც მათი შემცვლელის ვინაობა გახდება ცნობილი.

“მინდა მადლობა გადავუხადო სტეფანო მარსალიას და სტეფან ვილკეს იმ ნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ ბანკის განვითარებაში შეიტანეს”, – აცხადებს თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. 

ამჟამად ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ერიკ რაჯენდრა, სტეფან ვილკე, ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი, სტეფანო მარსალია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, გიორგი შაგიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *