თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით. ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მხრივ, თიბისი კაპიტალი კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ აშშ დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებად მოსალოდნელია.

აღსანიშნავია, რომ სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა Fitch-ის მიერ რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი.

იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა ისევ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევაც არაა გამორიცხული.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *