თიბისი „თბილისი კოლექტივის“ მხარდამჭერია

თიბისი „თბილისი კოლექტივის“ მხარდამჭერია

თიბისი „თბილისი კოლექტივის“ გამოფენისა და ვორქშოპების მხარდამჭერია. „თბილისი კოლექტივი“ ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია ახალი თაობის ფოტოგრაფების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.

მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა 1 ივლისს 20:00 საათზე, სასტუმრო სტამბას პირველ სართულის D ბლოკში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევარი. გამოფენა 10 ივლისის ჩათვლით, 13:00-21:00 საათამდე გაგრძელდება და 7 თემატიკის მიხედვით დაყოფილ, 200-მდე ფოტო პრინტს წარუდგენს სტუმრებს. ამ პერიოდში, შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნამუშევრების შეძენაც. გამოფენის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, გაიმართება ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები.

თიბისი მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლებსა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ეძღვნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თბილისი კოლექტივის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა და აქტივობები.

გამოფენის ღონისძიების ბმული იხილეთ ვებგვერდზე – https://fb.me/e/3j0mvzJgn

ფოტოგრაფიის ვორქშოპებსა და დისკუსიაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/uxtZadX3HpANYM6fA

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *