თურქეთი “სპეციალიზებულ თავისუფალ ზონებში“ ინვესტიციების მიზიდვას ცდილობს

თურქეთი “სპეციალიზებულ თავისუფალ ზონებში“ ინვესტიციების მიზიდვას ცდილობს

თურქეთი „სპეციალიზებულ თავისუფალ ზონებში“ ბევრ შესაძლებლობას და სტიმულს უზრუნველყოფს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ პეკჯანმა განაცხადა და ინვესტორებს აღნიშნულ ზონებში ფულის დაბანდებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვგეგმავთ, სპეციალიზებული თავისუფალი ზონების მოდელი, რომელიც თავდაპირველად პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციის სექტორებისთვის შევქმენით, სხვა მაღალტექნოლოგიური სექტორებისთვის გავაფართოოთ. გიწვევთ ამ ზონებში ინვესტირებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თურქეთის დინამიკურობა ქვეყანას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის. ვაჭრობის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სხვადასხვა აქტივის გარდა, თურქეთის უპირატესობა ისაა, რომ მას კარგი პოზიციები აქვს ლოგისტიკაში, ასევე ჰყავს კვალიფიციური ახალგაზრდა მოსახლეობა, კონკურენტუნარიანია წარმოებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას ფლობს და ა.შ.

როგორც მინისტრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი ბევრ განვითარებად ქვეყანას აქვს,  თურქეთი განსხვავდება იმით, რომ ამ მხრივ ძალიან პოზიტიური კურსი აქვს აღებული.

გარდა ამისა, რუჰსარ პეკჯანმა განაცხადა, რომ თურქეთის მიზანია, გახდეს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმწოდებელი მსოფლიოსთვის უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვით; მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა მუშაობს, რათა გააძლიეროს საინვესტიციო გარემო.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის თქმითვე, სამინისტრო მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნებთან და რეგიონებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების შესახებ. პარალელურად კი დგამს ნაბიჯებს, რათა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე უფრო კარგად იყოს წარმოჩენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *