თურქეთის ახალი თაობის მილიარდდოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიები

თურქეთის ახალი თაობის მილიარდდოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიები

თურქულ კომპანიებს შორის შეჯიბრი ყველაზე ძვირადღირებულის სიაში მოსახვედრად ახალი თაობის ტექნოლოგიურ ფირმებსა და ძველი თაობის ეკონომიკურ გიგანტებს შორის კვლავ გრძელდება. ამჯერად სიის სათავეში ონლაინ საცალო ვაჭრობის სტარტაპები მოექცნენ.

მიმდინარე კვირაში, წარმატებული საინვესტიციო რაუნდის შემდეგ Trendyol–ი გახდა პირველი თურქული decacorn სტარტაპი (სტარტაპი, რომლის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება).

Trendyol–მა მიმდინარე კვირაში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს $1.5 მილიარდის მოზიდვას მაღალი დონის ინვესტორისაგან. ამ შეთანხმებით, კომპანიის ღირებულება კიდევ უფო გაიზარდა და $16.5 მილიარდს მიაღწია, შესაბამისად, ის გახდა თურქეთის პირველი decacorn–ი.

2010 წელს დაარსებული Trendyol  თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველდღიურად მილიონზე მეტ შეკვეთას აწვდის.

$7.5 მილიარდის ღირებულებით მეორე ადგილზე  სასურსათო პროდუქტების მიწოდების პიონერი Getir–ია, რომელმაც თავისი უნიკალური საცალო გაყიდვების მოდელის გამოყენება მთელ მსოფლიოში დაიწყო.

მილიარდი და მეტი ღირებულების მქონე კომპანიების სიაში მოხვდნენ Trendyol, Getir, Hepsiburada, Dream Games. ეს კომპანიები გამოირჩევიან თავიანთი საინვესტიციო მოდელითა და დაფინანსების წყაროებით.

ელექტრონული კომერციის პლატფორმების გარდა, თურქული თამაშის დეველოპერები წარმატებულ გიგანტურ ტექნოლოგიურ სტარტაპებად გარდაიქმნენ მონაცემებზე ორიენტირებული გასართობი ეკონომიკის დარგშიც.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული გარიგებების შემდეგ ინვესტორები კვლავ განაგრძობენ აქტიურად ინვესტირებას თურქეთში სათამაშო ეკოსისტემაში. თურქულმა სტარტაპებმა დაამტკიცეს, რომ მცირე დროში შესაძლებელია წარმატების მიღწევა და საბაზრო ღირებულების მკვეთრი ზრდა.

მობილური თამაშების შემქმნელმა თურქულმა სტარტაპმა Dream Games–მა აჩვენა, რომ ორ წელზე ნაკლებ დროში შესაძლებელია კომპანიის ღირებულებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ ტექნოლოგიური სტარტაპები, არამედ ძველი თაობის ბიზნესიც ცდილობს მოერგოს მონაცემებზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციას. საცალო ვაჭრობის ინდუსტრია იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც წარმატებით აუწყო ფეხი ახალ გამოწვევებს. სავარაუდოა, რომ პანდემიის დროს დაწყებული ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *