სომხეთის სარკინიგზო სექტორში $78 მილიონის ინვესტირება იგეგმება

სომხეთის სარკინიგზო სექტორში $78 მილიონის ინვესტირება იგეგმება

სომხეთის სარკინიგზო სექტორში 2024 წლამდე 39 მილიარდ დრამზე მეტი ($78 მილიონი) მოცულობის თანხის ინვესტირებაა დაგეგმილი, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და დეტალური მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო კომპანიასთან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ 2024 წლამდე გვექნება სრულიად სხვა ხარისხის, გაუმჯობესებული რკინიგზა“ – განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა ცვლილებების აუცილებლობაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით. „უცხოური ინვესტიციების დახმარებით სომხეთში ორი ახალი ადგილობრივი ავიაკომპანია შეიქმნება, რაც რეალურად კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს და კონკურენციას“.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვნებაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით. „საჰაერო სატრანსპორტო სექტორი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საკმაოდ კარგ დინამიკას აჩვენებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი, განვავითაროთ და მხარი დავუჭიროთ, რათა მოზიდული ინვესტიციები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *