თურქეთის ეროვნულ ბანკს მიმდინარე კვირას წმინდა უცხოური რეზერვები ამოეწურება – TD Securities

თურქეთის ეროვნულ ბანკს მიმდინარე კვირას წმინდა უცხოური რეზერვები ამოეწურება – TD Securities

თურქეთის ეროვნულ ბანკს მიმდინარე კვირას წმინდა უცხოური რეზერვები ამოეწურება. ამის შესახებ ფინანსური კომპანია TD Securities-ი აცხადებს.

ეკონომისტების თქმით, ბანკმა ასევე შესაძლოა თავისი საერთო უცხოური რეზერვები ივლისის მესამე კვირისთვის ან სექტემბრის მესამე კვირისთვის ამოწუროს.

“მანამ ვიდრე ყველა ბუფერი ამოიწურება, ვფიქრობთ, თურქეთის ცენტრალური ბანკი გაზრდის განაკვეთებს დრამატულად და კაპიტალის მკაცრ კონტროლს დაიწყებს. თურქეთმა, ასევე შესაძლოა დაიწყოს მრავალმხრივი მხარდაჭერის მოპოვება, თუ სცენარი რეალობად იქცევა“, – განაცხადეს საბროკერო კომპანიაში.

თურქეთის უცხოური ვალუტების რეზერვები 1 მილიარდ დოლარამდე იყო გასული კირის გადაწყვეტილებამდე.

TD Securities-ის პროგნოზით, თურქული ლირა მომდევნო წლის დასაწყისისთვის დოლართან მიმართებით შესუსტდება და 8 გახდება. ამჟამად დოლარი შვიდ ლირად ივაჭრება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *