TikTok-ის ორი კონკურენტი გაერთიანებას აპირებს

TikTok-ის ორი კონკურენტი გაერთიანებას აპირებს

TikTok-ის ორი კონკურენტი აშშ-ში გაერთიანებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ Clash-მა განაცხადა, რომ Byte-ს ყიდულობს, რომელიც მცირეზომიანი ვიდეოეის აპლიკაციაა. იგი Vine-ის თანადამფუძნებლის, დომ ჰოფმანის შექმნილია.

შესყიდვის დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია TikTok-ის აკრძალვას აპირებდა ქვეყანაში, ამ ვითარებით ყველაზე მეტად ვინ თუ არა, Clash-ი მიიღებდა ყველაზე დიდ სარგებელს, ვინაიდან ისიც მსგავსი აპლიკაციაა, რომელიც აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას ატვირთონ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები მუსიკის თანხლებით. ის ასევე იყენებს ალგორითმს, რომელიც მომხმარებელს ეკრანზე უჩენს იმ კონტენტს, რომლითაც დაინტერესებულები არიან.  Byte-იც იგივეს შესაძლებლობებს იძლევა, უბრალოდ იქ დამალულია მიმდევრების რაოდენობა და ასევე მოწონებები.

Clash-ს ამჟამად 500 000 მომხმარებელი ჰყავს.

ვინაიდან ტრამპი უკვე აღარ არის პრეზიდენტი, TikTok-ის მომავალი აშშ-ში ჯერ ბუნდოვანია. თუმცა, სოციალური მედიის აპლიკაციებს შორის კონკურენცია საკმაოდ დიდია.

ცნობისთვის, TikTok-ის კიდევ ერთი კონკურენტი Dubsmash-ი გასულ თვეს Reddit-მა იყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.