TikTok-ზე მომხმარებლების დანახარჯმა რეკორდულ $10 მილიარდს მიაღწია

TikTok-ზე მომხმარებლების დანახარჯმა რეკორდულ $10 მილიარდს მიაღწია

სოციალური ქსელი TikTok-ი პირველი არასათამაშო აპლიკაცია გახდა, რომლის მომხმარებლების გლობალურმა დანახარჯმა $10 მილიარდს მიაღწია. ByteDance-ის პლატფორმა, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალშემოსავლიანი აპლიკაციაც გახდება.

data.ai-ის მონაცემებით, ამ დრომდე მომხმარებლების მიერ დახარჯული თანხით, $10-მილიარდიანი ნიშნულისთვის მხოლოდ ოთხ აპლიკაციას მიუღწევია და ოთხივე მათგანი თამაშია: Activision Blizzard-ის Candy Crush Saga, Tencent-ის Honor of Kings-ი, Mixi-ის Monster Strike-ი და Clans-ის Supercell’s Clash-ი.

მათ შორის ლიდერი Candy Crush-ია, გლობალურად აპლიკაციაზე მომხმარებლების მიერ დახარჯული $12 მილიარდით. მონაცემები ეფუძნება Google Play-დან და Apple-ის App Store-დან მიღებულ შემოსავალს, თუმცა სავარაუდოდ TikTok-ი პოპულარული თამაშის შედეგებსაც გააუმჯობესებს.

data.ai-ის შეფასებით, TikTok-ი  2024 წლისთვის $15 მილიარდს გამოიმუშავებს. ამ დროისთვის, მომხმარებლები დღეში კონტენტის შემქმნელებზე დაახლოებით $11 მილიარდს ხარჯავენ. „ტიკტოკერები“ 2024 წლისთვის აპლიკაციაში ყოველთვიურად საშუალოდ 40-საათიან სამუშაო კვირას გაატარებენ – 23%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს.

TikTok-ის აპლიკაციების შიდა გაყიდვებიდან ყველაზე პოპულარული $19.99-ის ღირებულების 1,321 მონეტისგან შემდგარი ნაკრები იყო, რომელმაც აპის  შიდა შემოსავლის დაახლოებით მეოთხედი შეადგინა. სოციალური ქსელის შემოსავლების დიდი ნაწილი ასევე მოდის რეკლამებსა და ელექტრონულ კომერციაზე.

მონაცემთა პროვაიდერის ანგარიშით, მომხმარებლის დანახარჯებში $10-მილიარდიანი ნიშნულის მიღწევასთან ახლოს არიან გაცნობის აპლიკაცია Tinder-ი და ვიდეოპლატფორმა YouTube-იც. თუმცა 2023 წელი უკვე სრულდება და პლატფორმებს TikTok-ის შედეგის გამეორებასთან  ორი-სამი მილიარდი დოლარი აშორებთ.