ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

იაპონიის ოლიმპიური თამაშების მინისტრის განცხადებით, წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.  გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ოლიმპიური კომიტეტებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მაისში ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაციამ ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს საჯარო წერილით მიმართა, რომელშიც თამაშების გადადება მოითხოვა.

„ჩვენთვის ამ პერიოდში პრიორიტეტი კოვიდ-19-თან ბრძოლა და ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა უნდა იყოს. იაპონიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩატარებით, ვირუსის გავრცელებას და სიკვდილიანობის ზრდას ხელს შეუწყობს“, – წერია მიმართვაში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *