TotalEnergies-ი $3.7-მილიარდიანი ზარალით რუსულ Novatek-ს ტოვებს

TotalEnergies-ი $3.7-მილიარდიანი ზარალით რუსულ Novatek-ს ტოვებს

ფრანგულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა TotalEnergies-მა რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვება გადაწყვიტა. TotalEnergies-ის განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, Novatek-იდან გასვლის ზარალმა კომპანიისთვის $3.7 მილიარდი შეადგინა.

თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა. TotalEnergies-მა ქვეყანაში ინვესტიციების უმეტესი ნაწილი შეინარჩუნა, რის გამოც კრიტიკის ქვეშ მოექცა. თავად ფრანგული ენერგეტიკული ჯგუფის განმარტებით, TotalEnergies-ს რუსული ბუნებრივი აირის კომპანიაში წილების გაყიდვა არ შეუძლია. მიზეზი Novatek-ის ერთ-ერთი მთავარი აქციონერისთვის დაწესებული სანქციებია, რაც მისთვის აქტივების მიყიდვას კრძალავს.

მიუხედავად ამისა, TotalEnergies-მა კომპანიის საბჭოდან ორი დირექტორის „დაუყოვნებლივი წესით“ გაყვანა გადაწყვიტა. ევროპული სანქციებიდან გამომდინარე, TotalEnergies-ის ორ დირექტორს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე ხმის მიცემისგან თავის შეკავება მოუწიათ. ფრანგული ჯგუფის განცხადებით, დირექტორებს საბჭოში მათი მოვალეობის შესრულება აღარ შეეძლოთ, რაც შესაძლოა, კომპანიის მმართველობის პრობლემად გადაიქცეს.

TotalEnergies-ი რუსულ Novatek-ის 19.4%-იანი წილს ფლობდა. გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული ჯგუფი მცირე წილებს ფლობს სხვა რუსულ საწარმოებშიც, მათ შორის ციმბირში, ბუნებრივი აირის საბადო Yamal LNG-ისა და Arctic LNG 2-ის პროექტში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *