ტრამპის საპატიმროში გადაღებულმა ფოტომ მის კამპანიას $7 მილიონზე მეტი მოუტანა

ტრამპის საპატიმროში გადაღებულმა ფოტომ მის კამპანიას $7 მილიონზე მეტი მოუტანა

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროდან გადაღებული ფოტო გავრცელდა, დონალდ ტრამპის კამპანიამ $7 მილიონზე მეტი შეაგროვა. შეგახსენებთ, რომ ტრამპს ჯორჯიას შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ედავებიან.

აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტმა, ატლანტის საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი), 2021 წლის იანვრის შემდეგ, პირველი ტვიტიც გამოაქვეყნა, რომელსაც აღნიშნული ფოტო და მხარდაჭერებისთვის ფონდის ვებ-გვერდის მისამართი დაურთო. ტრამპის კამპანიის სპიკერ სტივენ ჩუნგის ინფორმაციით, ყველაზე შემოსავლიანი პარასკევი აღმოჩნდა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში მიღებულმა თანხამ $4.18 მილიონი შეადგინა.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ტრამპის კამპანიამ აღნიშნული ფოტოთი გაფორმებული მაისურების ხაზი გამოუშვა. მაისურების გარდა, ამჟამად, შესაბამისი სათვალეები, ჭიქები, სტიკერები, ხელმოწერილი პლაკატები და სათამაშოებიც კი იყიდება.

აღსანიშნავია, რომ ტრამპისადმი წაყენებულ ბრალდებებს, რესპუბლიკელთა შორის ყოფილი პრეზიდენტის ლიდერობაზე უარყოფითად არ უმოქმედია. ბოლო გამოკითხვებით, მილიარდერი კონკურენტებს რეგულარულად ჯობნის.

თავად ტრამპი, ჯორჯიის შტატის ბრალდებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და მიზეზად, სწორედ მის ლიდერობას ასახელებს. ყოფილი პრეზიდენტი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბაიდენთან დაპირისპირებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *