ტრამპის წერილი რომან ბოკერიას: მადლობა საქმისადმი ერთგულებისა და მეგობრობისთვის

ტრამპის წერილი რომან ბოკერიას: მადლობა საქმისადმი ერთგულებისა და მეგობრობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურ დირექტორს, რომან ბოკერიას წერილს უგზავნის და ახალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. წერილს ბოკერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

მადლობას გიხდით ჩვენი საქმისადმი თქვენი მეგობრობისა და ერთგულებისთვის. ფლორიდაში, თქვენნაირი საზოგადოებრივი ლიდერები, წარმოადგენენ არსებითს ჩვენი თამამი პროგრამის განსახორციელებლად, რაც ემსახურება იმას, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს!

ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. ის წლების განმავლობაში Miami Red Square Realty-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. მაიამიში მუშაობის პერიოდში მისი სახელი Trump International-ის არაერთ პროექტს უკავშირდებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.