ტრამპმა აკრძალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი

ტრამპმა აკრძალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აკრძალა კორონავირუსის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი. კერძოდ, ახალი ბრძანების მიხედვით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტი აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა მართვის ფედერალურ სააგენტოსთან ერთად იმუშავებს, რათა N-95 რესპირატორების, ქირურგიული პირბადეების, ხელთათმანების და სხვა დამცავი აღჭურვილობის ექსპორტის პრევენცია მოახდინოს.

“ჩვენ ეს პროდუქცია დაუყოვნებლივ შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება. ისინი ჩვენ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულ მწარმოებელ გიგანტ კომპანია 3M-სთან უთანხმოება დაიწყო. კერძოდ, აღნიშნულმა კომპანიამ ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილა რომ ექსპორტის შეჩერებამ შესაძლოა რესპირატორები აშშ-ის ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომიც კი გახადოს.

მოგვიანებით თეთრ სახლში განმარტეს, რომ ექსპორტის შეზღუდვის მიზანს აშშ-ში საჭირო ინვენტარის შენარჩუნება წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *