ფოტო: Getty Images
Transfermarkt-მა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა. მან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 50 მილიონი ევროთი, 140 მილიონ ევრომდე გაზარდა.
დიდი ალბათობით, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასის მნიშვნელოვნად ზრდა 25 წლის ქართველის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება. 30 მაისს, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალი“ დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ხვიჩამ ამ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა. ის UEFA-ს 2025/26 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიური „ნაპოლიდან“ 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადეს.
















