Trusted Diploma - პლატფორმა საგანმანათლებლო სერთიფიკატების დასაცავად

Trusted Diploma - პლატფორმა საგანმანათლებლო სერთიფიკატების დასაცავად

Emercoin-მა და  BTU-მ პლატფორმა Trusted Diploma შექმნეს, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელი დიპლომისა და ოფიციალურად დამოწმებული სერთიფიკატების შენახვას დაცულ პლატფორმაზე შეძლებენ.

კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული პლატფორმა, რათა შეამოწმონ მონაცემების სიზუსტე, ისე როგორც მაგალითად სხვადასხვა სოციალურ ქსელებს შეუძლიათ პროფაილების გადამოწმება“, – ამბობს Emercoin-ის მრჩეველი ბილ ტაი. მისივე თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით კომპანიამ მოსახერხებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პლატფორმა შექმნა.

Trusted Diploma-ს უკვე იყენებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში 2016 წელს გაიხსნა და რომელიც სტუდენტებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს.

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშავოთ Emercoin-ის გუნდთან ერთად, ამ მნიშვნელოვან პროექტზე. Trusted Diploma დაეხმარება ჩვენს უნივერსიტეტს, რომ შექმნას დაცული სისტემა, რომელიც საგანმანათლებლო სერთიფიკატებს გააერთიანებს. ეს კი თავის მხრივ კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება“, – ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *