წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა

„ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა გაიხსნა.

სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა. ისინი 2.5-თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. პროექტს თიბისი IT აკადემია ახორციელებს.

“დღეს მსოფლიოში IT დეველოპერების დეფიციტია. დაახლოებით 4.5 მლნ ადამიანია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მარგალიტებს აღმოვაჩენთ”, – განაცხადა სკოლის გახსნისას მამუკა ხაზარაძემ.

სკოლის გახსნა ხაზარაძემ BMG-ის ეთერში დააანონსა:

“ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი – არაა საჭირო ოფისში სიარული. მითუმეტეს IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური”.

„ლელოს“ ლიდერის თქმითვე, მუშაობს ამერიკულ აკადემიასთან, რათა წალენჯიხაში გაიხსნას საზაფხულო სკოლა, სადაც ინგლისურ და სხვა უცხო ენებს ინტენსიურად ასწავლიან.