წავკისი პანორამა — იდეალური ცხოვრების ახალი სტანდარტი

წავკისი პანორამა — იდეალური ცხოვრების ახალი სტანდარტი

თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე უბანი „წავკისი პანორამა“ შენდება. პროექტის უნიკალურობა მის მდებარეობაშია. ქალაქის ურბანული გარემოთი დაღლილ ადამიანებს „წავკისი პანორამა“ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს თბილისის სიახლოვეს, სახლიდან გაუსვლელად ისიამოვნონ პანორამული ხედებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილის ადამიანების მოთხოვნილებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტული საცხოვრებელი გარემო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾30 მილიონს აღემატება და მას კომპანია „წავკისი პანორამა” ახორციელებს. რითია გამორჩეული „წავკისი პანორამა“? მომხმარებლების რომელ მოთხოვნებს პასუხობს პროექტი და მომავალში როგორი იქნება ურბანული განვითარების ტენდენციები? ამ კითხვებს კომპანიის მმართველი პარტნიორი გეგი ვასაძე პასუხობს.

პირველ რიგში მოგვიყევით პროექტის დეტალები, რას მოიცავს „წავკისი პანორამა“ და რა ტიპის ინფრასტრუქტურას სთავაზობთ მომხმარებლებს?

პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2021 წელს, რაც პირველ რიგში მოიცავდა გენერალური გეგმის შექმნას და ურბანული თვალსაზრისით მის სწორად დაგეგმარებას. განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება, სივრცის ჰარმონიული განვითარება და არსებულ გარემოსთან ინტეგრირება. „წავკისი პანორამა” 13 ჰექტარზე განთავსებული ტერიტორიაა. უბნის დაგეგმარებისას მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტი არ ყოფილიყო მჭიდროდ დაგეგმარებული, უარი ვთქვით პატარა ზომის მიწებად დაყოფაზე და ნაკვეთები 700-დან 1 100კვ/მ-დე შევთავაზეთ მომხმარებელს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უბნის იერსახე, გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა, მაგალითად, შეზღუდვა სართულიანობაზე და ერთნაირი ღობის სტანდარტი. ეს, ერთი მხრივ, შეზღუდვაა, თუმცა ეს ყველაფერი ერთობლიობაში იძლევა საშუალებას, მივიღოთ ერთიანი ეკომეგობრული გარემო.

რა არის სიახლე, რასაც „წავკისი პანორამა“ სთავაზობს მომხმარებლებს და აქამდე სხვა არავის შეუთავაზებია ბაზარზე?

პროექტი მოიცავს 1,5 ჰა გამწვანეულ პარკს, რომელსაც ესაზღვრება ტყის მასივი და იქმნება ჯანსაღი ეკოსისტემა. მსგავსი ტიპის დასახლებებში არ გვხვდება ამ მოცულობის რეკრეაცია, რაც ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. ფაქტობრივად სახლიდან, ან სახლის ეზოს წინ იშლება პანორამული ხედი თბილისზე, ხოლო უკან ესაზღვრება ტყე. ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი „წავკისი პანორამას“ განვითარებაზე ფიქრისას – შეგვექმნა დასახლება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაზეც ასევე დიდი გავლენა მოახდინა რეკრეაციულმა ფორმატმაც, სადაც პროექტის უდიდესი ნაწილი მწვანე სივრცეებსა და ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას დაეთმო. „წავკისი პანორამა“ ნამდვილად ის ადგილია, სადაც ყველაფერია იდეალური ცხოვრებისთვის. თავისუფლების მოედნიდან, სულ რამდენიმე წუთში, მოწყვეტილი ქალაქის ხმაურსა და ქაოსს, აქ დაგხვდებათ ტყის მასივით შემოსაზღვრული, ეკოლოგიურად სუფთა, დაცული, მწვანე გარემო. ასევე უმნიშვნელოვანესია გარშემო ტერიტორია, რომლის სიახლოვესაც იქმნება პროექტი. გარდა ჩვენ მიერ შექმნილი მწვანე სივრცეებისა, აქვე მდებარეობს მთაწმინდის პარკი, ტექნო-პარკი, იქმნება და ვითარდება ახალ-ახალი სივრცეები, რაც წავკისის პოტენციალს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

გარდა იმისა, რომ დასახლებას ბუნებრივად ესაზღვრება ტყე, თავად „წავკისი პანორამა“ რა სახის რეკრეაციულ ზონებს სთავაზობს ტერიტორიაზე თავის მობინადრეებს?

პროექტი „წავკისი პანორამა“ განთავსებულია 13 ჰექტარზე და მოიცავს 98, ყველა კომუნიკაციით უზრუნველყოფილ ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს, 1.5 ჰექტარ სარეკრეაციო ზონას, 2 სპორტულ მოედანს, სკეიტპარკს, ველობილიკებს და 1000 მეტრი სიგრძის სასეირნო ხეივანს. ტერიტორიაზე დაგხვდებათ ასაკობრივად დაყოფილი ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვიშის მოედანი, სასრიალოები, ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები. ჩვენს ვალდებულებაშია, რომ უზრუნველვყოთ არსებული სივრცეების მოვლა-პატრონობა, 24-საათიანი დაცვა ტერიტორიაზე და შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იმისთვის, რომ მშობლებს შეეძლოთ ბავშვების მშვიდად გაშვება ამ სივრცეში და იყოს მაღალი სოციალიზაცია, რაც დღევანდელ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვინ აშენებს „წავკისი პანორამას“ და ამ ტიპის პროექტებზე მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ?

პროექტს ახორციელებს „წავკისი პანორამა“ – ეს არის ებრაული ინვესტიცია, ისრაელიდან. ამ ეტაპისთვის ზემოთ ხსენებულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 20 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ჯამური ინვესტიცია 30 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია 2006 წლიდან არსებობს და ამ ჯგუფს განხორციელებული აქვს სხვა მრავალი პროექტი, მათ შორის მონაწილეობა აქვს მიღებული „წავკისის ველის“ პროექტის შექმნაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი დასავლური ტიპის უბანი იყო საქართველოში.

როგორია გაყიდვების ტენდენცია, რამდენად არსებობს მოთხოვნა ამ ტიპის პროექტებზე?

პროექტის გაყიდვები 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ, რისთვისაც გათვლილი გვქონდა 2,5 წელი, თუმცა არსებულმა ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთების 70% უკვე გაყიდულია, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დღეიდან 6 თვის ვადაში ანუ დაგეგმილზე ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდება „წავკისი პანორამას“ გაყიდვები, რაც რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილმა უპირატესობამ და პროექტის კონცეფციამ განაპირობა.

ვინ არის ძირითადი მყიდველი?

ჩვენი პროექტის ძირითადი ბინადრები თანამედროვე ცხოვრების სტილის ადამიანები არიან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და ქალაქთან სიახლოვე. ასევე მომხმარებლისთვის ჩვენი პროექტი საინტერესოა საინვესტიციო კუთხითაც, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე მიწის ნაკვეთის ღირებულების ზრდამ 60%-მდე შეადგინა.

რა ღირს კვ/მ და რამდენად მზარდია მიწაზე ფასები?

უძრავი ქონების ღირებულების მზარდი ტენდენცია დღეს გაცილებით უფრო შესამჩნევია წინა პერიოდებთან შედარებით. ამ ეტაპზე ჩვენს პროექტში კვადრატულის ღირებულება $150-ია, როცა გაყიდვები $85-დან დავიწყეთ, თუმცა ესეც შუალედური ეტაპია და პროექტის განვითარების შესაბამისად $200-მდე ზრდა იგეგმება.

რატომ გაჩნდა ასეთი უბნის შექმნის იდეა, ფიქრობთ თუ არა, რომ ქალაქგარეთ ცხოვრება მომავლის ტენდენციაა?

ჩვენ ერთ-ერთი პიონერები ვიყავით, ვინც მსგავსი პროექტი განახორციელა 2007 წელს „წავკისის ველის“ სახით. მაშინ ბევრი გვეუბნებოდა, რომ არავინ წავიდოდა ქალაქგარეთ საცხოვრებლად, როცა ხალხის მობილობა მასობრივად ქალაქებში ხდებოდა. ამის მიუხედავად გაყიდვები 15 წლის წინაც იმ ტემპით განვითარდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ქალაქგარეთ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი და მოთხოვნადია წინა პერიოდებთან შედარებით. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა, წინა პროექტის განხორციელებისას ვგრძნობდით, რომ დროს ვუსწრებდით და, ერთ დღეს, ქალაქგარეთ ცხოვრება ფუფუნების ნაწილი გახდებოდა. ეს დასავლური პრაქტიკაა და ამ მხრივ ათეული წლებია ვითარდებიან, რაც ასევე ხელს უწყობს ქალაქების ურბანულ განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის და საკომუნიკაციო ქსელების გაფართოებას.

როდის ასრულებს კომპანია ინფრასტრუქტურულ მოწყობას?

„წავკისი პანორამაში“ მობინადრეები სრულყოფილ ცხოვრებას უკვე 2023 წლის ზაფხულიდან შეძლებენ. ამ ეტაპზე კომუნიკაციების მიყვანის სამუშაოები სრულად დამთავრებულია, გამწვანებული ზოლების, მოედნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაზაფხულზე დავიწყებთ, ხოლო ბოლო ეტაპი ასფალტირებაა, რომელსაც აგვისტოში განვახორციელებთ. ამ ეტაპზე, უკვე აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე სახლის მშენებლობა, რაც ძალიან გვახარებს, ჩვენც, ჩვენი მხრივ, წინ ვუსწრებთ მყიდველის წინაშე აღებულ ვადების ვალდებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები სულ მალე ისარგებლებენ ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით.

სამუშაოების დასრულება ნიშნავს პროექტიდან სრულ გასვლას?

ეს ცოცხალი ორგანიზმია, პროექტის დასრულების შემდეგ მობინადრეებთან ერთად აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება მსჯელობა, რა დამატებითი ბენეფიტები შეიძლება შევძინოთ პროექტს, რადგან ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როდესაც მობინადრეები უკვე საცხოვრებლად გადმოდიან. სამ თვეში ერთხელ დგება მნიშვნელოვანი საკითხების სია, რომელთაც პრიორიტეტების შესაბამისად განვახორციელებთ. პროექტი ამ თვალსაზრისით 2023-ში არ დაიხურება.

გადახდის რა პირობებს სთავაზობთ მსურველებს?

მაქსიმალურად ვცდილობთ, მყიდველს მოვერგოთ და მისთვის მისაღები პირობა შევთავაზოთ. გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება და, ცხადია, ვთანამშრომლობთ ბანკებთან.

კომპანიის სამომავლო გეგმები მსგავსი უბნური დასახლებების განვითარებას უკავშირდება?

აუცილებლად. კომპანიის მიზანია, ადამიანებს შეუქმნას იდეალური საცხოვრებელი გარემო, რომელზე ფიქრიც 2007 წლიდან დავიწყეთ და ამას ადასტურებს „წავკისის ველის“ წარმატებულად განხორციელებული პროექტი. ვფიქრობ, არსებული ტენდენციის მთავარი ინსპირაცია ჩვენი პროექტია, რაც ძალიან გვახარებს და ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ გვაქვს ამბიცია, კერძო საცხოვრებელი უბნების კუთხით საუკეთესო პროექტები შევთავაზოთ მომავალ მობინადრეებს და ასევე გვეკავოს მოწინავე ადგილები კონკურენტებს შორის. თითოეული პროექტის დაგეგმარებისას ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მომავალი თაობებისთვის. მომავალი წლის მეორე ნახევარში აუცილებლად დაგიბრუნდებით სასიამოვნო სიახლეებით და ვფიქრობთ, მოლოდინს გადავაჭარბებთ.