მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ქვეყნისთვის დახმარება G7-ის ERA-ს სასესხო ინიციატივისა და პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში გამოიყოფა. შეგახსენეთ, G7-ის ინიციატივა გაყინული რუსული აქტივებით ფინანსდება.
აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„ევროკავშირი 2025 წლისთვის [უკრაინისთვის] უზრუნველყოფს 35 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას G7 ERA-ს სასესხო ინიციატივისა და Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში “, – წერს დომბროვსკისი.
მან ასევე აღნიშნა, რომ დავოსში ვიზიტის დროს უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერს, იულია სვირიდენკოს შეხვდა და მასთან ერთად უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზართან დაახლოებისთვის ნაბიჯები განიხილა.