წინა კვარტალში Tesla-მ მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი მიაწოდა

წინა კვარტალში Tesla-მ მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი მიაწოდა

გასული წლის მეოთხე კვარტალში, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ მომხმარებლებს 405 ათასზე მეტი ავტომობილი მიაწოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ, Tesla-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

საინტერესოა, რომ მიწოდების ეს მაჩვენებელი, რომელიც 2021 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება, წინასწარ ნავარაუდევ მონაცემზე ნაკლებია – თავის დროზე, Tesla 418 ათასი ავტომობილის მიწოდებას გეგმავდა. საერთო ჯამში, გასულ წელს, Tesla-მ 1.36 მილიონი ერთეულის წარმოება შეძლო, რომელთაგან 1.31 მილიონი მომხმარებელს მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსურად, გასული წელი, Tesla-სთვის არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა – ერთი წლის ჭრილში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 69%-ით შემცირდა. დღეს, Tesla-ს ერთი აქცია $123 ღირს – შედარებისთვის, ერთი წლის წინ, ფასი $342 იყო, ხოლო პიკისას, Tesla-ს ერთი აქცია $381 ღირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *