წლიური ინფლაცია 13.3 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 13.3 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 13.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 13.3%-ით გაძვირდა. გასულ თვეში წლიური ინფლაცია 12.8% იყო.

მაისში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინის გაქირავებაზე – 20-ით%. სურსათი 0.8%-ით გაძვირდა. მათ შორის, ხილი 13%-ით გაძვირდა, პური – 4.8%-ით, ზეთი – 1.6%-ით, ალკოჰოლური სასმელები – 2%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა 22%-ით. ტრანსპორტი (საწვავი) 20%-ით გაძვირდა, კომუნალური გადასახადები 16%-ით. სურსათიდან ყველაზე მეტად – 51%-ით ბოსტნეული გაძვირდა, პური – 35%-ით, ხილი – 23%-ით, ზეთი – 18%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *