ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - რას ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - რას ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსს გამოეყო საბაჟო კოდექსი, რომლის ნორმატიული აქტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2020 წლიდან. ამდენად, საბაჟო სამართლით გათვალისწინებული საკითხების ძირითადი ნაწილი დარეგულირდება საბაჟო კოდექსით, თუმცა მასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხები კვლავაც საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფეროში დარჩება.

Deloitte საქართველოს ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, გაუქმდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ცნება და მის ნაცვლად შემოღებულ იქნა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო კომპანიის მიმართ საკანონმდებლო რეგულირების დიაპაზონი უფრო ფართოა, ვიდრე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ასეთი სტატუსის გაცემის უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოს ნაცვლად საქართველოს მთავრობას მიენიჭა. განსხვავებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან, საერთაშორისო კომპანიის მიმართ არ იარსებებს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პრივილეგია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადი დაიბეგრება 5 პროცენტით.

ამასთან, საგადასახადო კოდექსში გაჩნდა ფარმაცევტული საწარმოს ცნება, რომლის სტატუსსაც საწარმოს ანიჭებს საქართველოს მთავრობა. კოდექსში აისახა ფარმაცევტული საწარმოს მიმართ სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი, მათ შორის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ.

კიდევე ერთი ცვლილებით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ავტომობილის ძრავის მოცულობის პროპორციულად. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტროძრავიანი ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.