Turkish Airlines-ი საჰაერო გადაზიდვების ახალ კომპანიას ქმნის

Turkish Airlines-ი საჰაერო გადაზიდვების ახალ კომპანიას ქმნის

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საჰაერო გადაზიდვების ახალი კომპანიის შექმნას აპირებს, რომელიც სრულად თავისი შვილობილი კომპანია იქნება. ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

ავიაკომპაიამ ახალი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ სამთავრობო უწყებას უკვე აცნობა. აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი უკვე ფლობს საჰაერო გადაზიდვების ერთ კომპანია Turkish Cargo-ს. ახალი კომპანიის ჩამოყალიბების მიზანი კი სექტორში გაძლიერება წარმოადგენს.

ცნობისთვის, Turkish Cargo მსოფლიოს მასშტაბით 127 ქვეყანაში ოპერირებს. მის ავიაფლოტში 365 ავიალაინერი შედის, მათ შორისაა როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო ხომალდები, რომლებიც სატვირთო ლაინერებად გადააკეთეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს სამგზავრო ავიარეისების განხორციელება მკვეთრად შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *