Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $50 მილიარდს გადასცდა

Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $50 მილიარდს გადასცდა

Twitter-ის აქციების ფასი იზრდება. ოთხშაბათს სოციალური ქსელის აქციებმა 25%-იანი ზრდა განიცადა და შვიდწლიან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $51.5 მილიარდი გახდა.

Twitter-ის შემოსავლებმა გასულ წელს $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია. გარდა ამისა, Twitter-ის აქციების ფასი ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 80%-ით გაიზარდა. მისი თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის ქონება კი $14 მილიარდს შეადგენს.

როგორც Piper Sandler-ის ანალიტიკოსი თომას ჩემპიონი ამბობს, 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები სოციალურ ქსელს  ზრდაში დაეხმარა. სწორედ მეოთხე კვარტალში Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა და 192 მილიონი დღიური აქტიური მომხმარებელი შეადგინა. ეს ხუთი მილიონით მეტია 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

შეგახსენებთ, Twitter-მა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ამ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი იყო, ანგარიში 8 იანვარს გაუუქმა. ამის მიზეზი ორი დღით ადრე ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრა გახდა. როგორც კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სეგალი ამბობს, ტრამპს აღარასდროს მისცემენ Twitte-ზე დაბრუნების უფლებას, მაშინაც კი, თუ ის 2024 წლის არჩევნებში ისევ პრეზიდენტი გახდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.