უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მილიარდობით ევროს გამომუშავების იმედი აქვს

უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მილიარდობით ევროს გამომუშავების იმედი აქვს

მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინას ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან 1.5 მილიარდი ევროს გამომუშავების იმედი აქვს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის, ლანა ზერკალის განცხადებით, ქვეყნის სურვილი, ევროკავშირში ენერგიის ექსპორტის უფლების მოპოვების შემდგომ, მიღებული შემოსავლის გაზრდაა.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდგომ, უკრაინის ელექტროქსელმა რუსეთისა და ბელარუსის ქსელიდან გამოყოფა გადაწყვიტა. ქვეყანაში რუსეთის შეჭრამ, დაგეგმილზე 2.5 წლით ადრე, ქსელიდან კიევის სრულად გამოთიშვა განაპირობა. უკრაინამ მარტში ევროპულ ენერგოსისტემა ENTSO-E-ს უმოკლეს ვადაში გაწევრების მოთხოვნით მიმართა, სამშაბათს კი ევროპაში ენერგიის გატანის უფლება მიიღო.

ზერკალის განცხადებით, ელექტროენერგიის ექსპორტის გეგმაზე მუშაობა მარტში დაიწყეს, ახლა კი ევროკავშირის მიერ ტექნიკური შესაძლებლობების მიცემით, უკრაინა კომერციული ნაკადების გაშვებასა და თანხის გამომუშავებას შეძლებს. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქვეყანამ რუსეთისა და ბელარუსის ქსელიდან გამოთიშვა ომის პირობებშიც კი, დაგეგმილზე 2.5 წლით ადრე მოახერხა.

უკრაინის სისტემა ევროკავშირის სისტემასთან შეთანხმებულად მუშაობს და უკრაინის ყველა საჭირო ხაზი რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ელექტროენერგიის ექსპორტზე გასატანად სრულ მზადყოფნაშია. მიმდინარე წლის ბოლომდე, ნორმალურ პირობებში, ქვეყანამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტიდან დაახლოებით 1.5 მილიარდი ევროს გამომუშავება უნდა შეძლოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *