უკრაინაში დაფუძნებული GitLab-ის ღირებულება IPO-ს შემდეგ $10 მილიარდი იქნება

უკრაინაში დაფუძნებული GitLab-ის ღირებულება IPO-ს შემდეგ $10 მილიარდი იქნება

GitLab-ი, უკრაინაში, კერძოდ ხარკოვში დაფუძნებული დეველოპერული პლატფორმა, რომელიც კოდების შექმნას ამარტივებს, საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს. კომპანიას ამჟამად სათაო ოფისი სან ფრანცისკოში აქვს. GitLab-ის შეფასებით, კომპანიის ღირებულება აქციების პირველადი საჯარო განთავსების შემდეგ 10 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. კომპანიის გადაწყვეტილებით, აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ში განთავსდება. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალური უსაფრთხოების კომისიის მიერაა სერტიფიცირებული.

არსებობის ათი წლის განმავლობაში, დაფინანსების 11 რაუნდის შედეგად, GitLab-მა 414 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო. ანალიტიკური სააგენტო Pitchbook-ის მონაცემებით, მისი, როგორც კერძო კომპანიის, ღირებულება 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

უნიქორნის სტატუსი კომპანიამ 2018 წელს მიიღო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტატუსს ანიჭებენ კომპანიებს, რომელთა ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარზე მეტია. 2018 წელს American Iconiq Capital-ის, Khosla Venture-სა GV fund-ისაგან 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის მიღების შემდეგ, უნიქორნის სტატუსი GitLab-მაც დაიმსახურა. იმავე წელს კი Microsoft-მა აღნიშნული კომპანიის მთავარი კონკურენტი, GitHub 7.5 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა.

საკუთარი კომპანიის IPO-ზე გატანას, ანუ აქციების საჯაროდ განთავსებას GitLab-ი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გეგმავდა, მაგრამ პანდემიის მიზეზით თარიღი გადაიდო. უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი კომპანიამ მაინც საკმაოდ სარფიანად გამოიყენა. შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში 2021 წლის პირველი ნახევრის შემოსავლებია მითითებული. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის შემოსავლები 69%-ით გაიზარდა და 108 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ საოპერაციო ხარჯების შემცირებაც შეძლო და ის 61 მილიონი დოლარიდან, 55.9 მილიონ დოლარამდე დაიყვანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.