უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

2015 წლის საინვესტიციო კლიმატი ნელი ეკონომიკური ზრდით იქნება განპირობებული, რომელიც განსაკუთრებით აშშ-ის ფარგლებს გარეთაა თვალში საცემი.

ოფიციალური მაჩვენებლებით (თუკი მათ ენდობით), მშპ-ის რეალური ზრდა ჩინეთში მსოფლიო ფინანსური რეცესიის შემდგომ პერიოდში ორციფრიანი მაჩვენებლიდან 7%-მდე დაეცა. ალბათ გახსოვთ, რომ 2002 წელს, ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, სასაქონლო “ბუშტის” მიზეზად სწორედ ჩინეთის გაზრდილი მოთხოვნა მოგვევლინა. მისი და სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამ ფართო მოხმარების საქონელზე ფასის ვარდნა გამოიწვია 2011 წლის დასაწყისიდან, რასაც საწვავის ფასის ამჟამინდელი განახევრებაც დაერთო.

კარტელები ფასებს ხელოვნურად ბერავენ, მაგრამ “ჭუჭყიანი თამაში” ამის თანამდევი პროცესია. ამრიგად, კარტელის ლიდერს საკუთარი წარმოების შემცირება უწევს, რათა ხსენებულ “მოთამაშეებს” ადგილი მიუჩინოს – „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“ (OPEC) ლიდერის, საუდის არაბეთის აზრით, ასეთები არიან ირანი და OPEC-ის სხვა წევრები, ისევე როგორც ამერიკელი “ფრაკერები” (ჰიდრავლიკური ბურღვის ტექნიკოსების აღმნიშვნელი ჟარგონი ნავთობის ინდუსტრიაში. ამ ტექნიკით წყლისა და ქვიშის მიქსტურა იჭირხვნება ჭაბურღილის მყარ ქანებში ნაპრალის გასაჩენად). ამჯერად, ნაცვლად საბაზრო წილის დათმობისა, საუდის არაბეთმა ბრძოლა არჩია, გადაწყვიტა რა, რომ სამეფოს უფრო დიდხანს შეუძლია ნავთობის დაბალ ფასებს გაუძლოს, ვიდრე “ჭუჭყიან მოთამაშეებს”.

ამ ბრძოლის შედეგია ფასი, რომელიც არასაკმარისია OPEC-ის წევრთა ბიუჯეტის შესავსებად – მათ ესაჭიროებათ $100, ან მეტი, ერთ ბარელზე. ამერიკელ ფრაკერებსაც კი “სრული ციკლისთვის” ერთ ბარელზე $50-70-იანი ფასი სჭირდებათ, რადგან, მაგალითად, სპარსეთის ყურესა და ტეხასის პერმის აუზში წარმოების მარგინალური ხარჯი ჭაბურღილის გაყვანის შემდეგ ბარელზე $10-20-ს შეადგენს.

 ბუნებრივია, მომხმარებლებს ახარებთ დაბალი ფასი, მაგრამ დიდი სესხების მქონე ენერგოკომპანიები და ქვეყნები უკვე განსაცდელში არიან ბარელზე $48-იანი ნავთობისა და ხარჯვის იძულებით შემცირების გამო. ფინანსური რისკები გადაწონის იაფი ენერგიით მიღებულ სარგებელს. “სასაქონლო ვალუტები” (იმ ქვეყნების ვალუტა, რომელთა შემოსავალიც უმეტესწილად გარკვეული ნედლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული) – კანადური, ავსტრიული და ახალზელანდიური დოლარები – ისედაც იაფდებოდა და ახლა ნავთობზე დამოკიდებულმა რუბლმაც დეფლაცია ვრცელდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 34 ქვეყნიდან 12-ში, რომლებიც ყოველწლიურად, ნოემბრის ანგარიშში, უარყოფით ან უცვლელ მაჩვენებლებს წარადგენენ.

ევროზონაში ზრდის ფაქტობრივ შეწყვეტასთან და დეკემბერში როგორიც იყო, ისეთ დეფლაციასთან საბრძოლველად ევროპის ცენტრალური ბანკი სადაცაა ევროს ჩასარეცხად “რაოდენობრივი შემცირების” პოლიტიკას გაატარებს (იგულისხმება ცენტრალური ბანკის მიერ სპეციფიკური რაოდენობის ფინანსური აქტივების შეძენა კომერციული ბანკებისგან და სხვა კერძო ინსტიტუტებისგან ამ აქტივებზე ფასის ზრდისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის). სავარაუდოდ, შედეგი არ იქნება იმაზე ეფექტური, ვიდრე აშშ- ის ფედერალური ბანკის იდენტური საქციელის შემთხვევაში. როგორც ყველა ცენტრალურ ბანკს, ევროპის ცენტრალურ ბანკსაც ეშინია იაპონიის მსგავსი დეფლაციის.

იაპონიის ცენტრალური ბანკიც იმავენაირად იქცევა – იენს ხარჯავს. მართლაც რომ ყველა ვალუტა დაეცა დოლართან – გლობალურ სტანდარტთან – მიმართებით, რომელიც ტალღას ვერ იმორჩილებს. ძლიერი “გრინბეკი” წაახალისებს აშშ- ის იმპორტს და თრგუნავს ექსპორტს, მაგრამ ეფექტი მცირეა. ამერიკაზე სხვების ვაება ვრცელდება, რომელიც ფინანსურ რისკს უფრო მეტად შეიცავს, ვიდრე ეკონომიკურს, ხოლო ეკონომიკა 2%-ით ზრდას აგრძელებს.

წელს მე ვუერთგულებ იმ საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც წამყვანი იყო ჩემი პორტფოლიოსთვის 2014-ში. შარშანდელი პროგნოზით 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების უკუგება 3%-დან 3,5%-მდე უნდა გაზრდილიყო. ამის ნაცვლად იგი 2,17%-მდე დაეცა. 30-წლიანმა ბონებმა, რომლებსაც 33 წლის განმავლობაში ვეთაყვანებოდი, დაახლოებით 30%- იანი მოგება მომცა, მაშინ როცა უკუგება 3,96%-დან 2,75%-მდე შემცირდა, თუმცა 30-წლიანი დისკონტური ობლიგაცია (Zero Coupon Bond) 46%-ით გაიზარდა.

ვიდრე უსიამოვნებები აშშ- ის საზღვრებს გარეთ ფულს ხაზინებისკენ მიერეკება, ვფიქრობ, წელს გრძელვადიანი ბონების უკუგება 2%-მდე შემცირდება, საერთო შემოსავალი – 19%-მდე, ხოლო 30-წლიან “ზეროებზე” – 27%-მდე. თუკი 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების უკუგება 1%-მდე დაეცა, ჩემი პროგნოზით, საერთო შემოსავალი 12,4% იქნება. ტრადიციულად ზედმეტად ოპტიმისტური ფედერალური ბანკი, სავარაუდოდ, „ქამრების შემოჭერას“ წლობით გადადებს, საზღვარგარეთის უსიამოვნებებისა და ზრდადი დეფლაციის გათვალისწინებით.

სავალუტო ბირჟაზე მე კვლავ ვყიდი სასაქონლო ვალუტებისა და დოლარის წყვილებს, ისევე როგორც ევროსა და იენს – დოლართან მიმართებით ევრო ალბათ 1-მდე გაუფასურდება, ხოლო იენი 150-დან 200-მდე. ვყიდი ფართო სამომხმარებლო საქონლის აქციებსაც – შაქარს, სპილენძსა და ბუნებრივ აირს, რომელიც ფრაკინგის მეშვეობით ჭარბი მარაგით გენერირდება და აგრეთვე იაფდება ნავთობზე დაცემული ფასის გამო.

ამერიკული ფასიანი ქაღალდები შეიძლება კვლავ სარისკო იყოს, მაგრამ მე თავდაცვით სტრატეგიას მივმართავ. ყიდვის პოზიციები გახსნილი მაქვს უტილიტარულ, ჯანდაცვისა და სამომხმარებლო საქონელზე – ამათ ხალხი ყველა შემთხვევაში ყიდულობს. თუკი ნავთობის კოლაფსი ფინანსურ შოკს გამოიწვევს, საინვესტიციო კლიმატი „რისკის გარეშე“ პარადიგმაზე გადაერთვება და ჩემი საყვარელი კვარტეტიც ჩვეულ სიმფონიას შეასრულებს – ყიდვა სახაზინოსა და დოლარზე, გაყიდვა სამომხმარებლო საქონელსა და აქციებზე. საინტერესოა, რომ კვარტეტის პირველი სამი წევრი უკვე სცენაზეა და უკრავს.