თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 118 მილიონი ლარი შეადგინა

თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 118 მილიონი ლარი შეადგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 118 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფომ ყველაზე მეტი თანხა სოციალურ უზრუნველყოფაზე (223 მილიონი) და სახელმწიფო სეტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე (108 მილიონი) დახარჯა.

დეფიციტური იყო ე.წ. ბიუჯეტის საოპარეციო სალდო (-84 მილიონი), რომელიც მიმდინარე შემოსავლების და მიმდინარე ხარჯების სხვაობას უჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ფინანსური ოპერაციები დეფიციტური იყო, რის შედეგადაც მთავრობის დანაზოგი შემცირდა.

44.6 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსავალმა 10.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის დეფიციტი ვალის აღებით და მთავრობის დეპოზიტების შემცირებით დაფინანსდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *