რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებსაც MEGOBARI აქტის ფარგლებში სანქციები შეეხება.
„წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიის ყველა ხელშემწყობი პირი უნდა გაფრთხილდეს! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის შედეგებს მოიმკით“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.
სწორედ აღნიშნულ განცხადებას ურთავს უილსონი პირთა სიას, რომლებსაც MEGOBARI აქტის ფარგლებში სანქციები შეეხებათ. ჩამონათვალს წინ უძღვის განმარტება: „შემდეგი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში ჩაყენებაში“.
ვის შეეხება სანქციები MEGOBARI აქტის ფარგლებში?
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები:
- ირაკლი კობახიძე
- კახა კალაძე
- ირაკლი ღარიბაშვილი
- ვახტანგ გომელაური
- ანრი ოხანაშვილი
- პაატა სალია
- მაკა ბოჭორიშვილი
- სულხან თამაზაშვილი
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები:
- შალვა პაპუაშვილი
- ნინო წილოსანი
- მამუკა მდინარაძე
- ვიქტორ ჯაფარიძე
- დიმიტრი სამხარაძე
- თეა წულუკიანი
მოსამართლეები:
- მიხეილ ჩინჩალაძე
- ლევან მურუსიძე
- დიმიტრი გვრიტიშვილი
- გიორგი მიქაუტაძე
- ლევან თევზაძე
- ირაკლი შენგელია
- რევაზ ნადარაია
- შალვა თადუმაძე
საკვანძო სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები:
- გიორგი გაბიტაშვილი
- კარლო (კოკა) კაციტაძე
- გიორგი კალანდარიშვილი
- გიორგი ჯავახიშვილი
- რაჟდენ კუპრაშვილი
- ნათია თურნავა
ბიზნესმენები:
- უჩა მამაცაშვილი
- ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
- ალექსანდრე ივანიშვილი
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
- ნოშრევან ნამორაძე
პროპაგანდისტები:
- ირაკლი რუხაძე
- ლაშა ნაცვლიშვილი
- ვასილ მაღლაფერიძე
- თინათინ ბერძენიშვილი
- კახა ბექაური