Volkswagen-ის CEO ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების გაყიდვის დაწყებას 2025 წლიდან ელოდება

Volkswagen-ის CEO ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების გაყიდვის დაწყებას 2025 წლიდან ელოდება

გაყიდვების მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის Volkswagen-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჰერბერტ დისი აცხადებს, რომ კომპანია 2025-დან 2030 წლამდე მზად იქნება ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების ბაზარზე გასაყიდად.

დისის თქმით, კომპიუტერულ მეხსიერების ბარათზე მომუშავე ავტომობილების მუშაობის გაუმჯობესებაა საჭირო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს აჩქარებს.

“მოსალოდნელია, რომ სისტემები მალე შესაძლებელს გახდის ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების რთულ სიტუაციაში წარმატებით მუშაობას“, – განუცხადა Volkswagen-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა Wirtschaftswoche-ს.

შეგახსენებთ, ჰებერტ დისი Volkswagen-ს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მან კომპანიის რეფორმირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი “დიზელის სკანდალში“ გაეხვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *