WHO აცხადებს, რომ COVID-19 უფრო ნელა განიცდის მუტაციას, ვიდრე სეზონური გრიპი

WHO აცხადებს, რომ COVID-19 უფრო ნელა განიცდის მუტაციას, ვიდრე სეზონური გრიპი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი მუტაციას უფრო ნელი ტემპით განიცდის, ვიდრე სეზონური გრიპი. სეზონური გრიპი იმდენად ხშირად განიცდის მუტაციას, რომ მეცნიერებს რეგულარულად უწევთ ახალი ვაქცინების შექმნა, რათა მოსახლეობა ვირუსის წინააღმდეგ ყოველწლიურად დაიცვან.

“ამ დრომდე ჩვენ გვაქვს ნანახი არაერთი ვირუსის მუტაცია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გავლენა მას საერთო სიტუაციაზე არ მოუხდენია, არც იმ თერაპიის საშუალებებზე, მედიკამენტებზე და ვაქცინებზე, რაც შეიქმნა, და რისი შექმნაც მიმდინარეობს“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა, რაც 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე მისი ორიგინალი შტამი.

აღნიშნულის გამო, დიდ ბრიტანეთთან საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ მიიღო. თავად ბრიტანეთში კი შეზღუდვები გამკაცრდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გაცილებით უფრო მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ცივ სეზონებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *