WHO ჩინური ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აანონსებს

WHO ჩინური ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აანონსებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სინოფარმის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერმა, ქრისტიან ლინდმაიერმა გააჟღერა.

„ჩვენ სინოფარმთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას უახლოეს საათებში ველით… რაც შეეხება სინოვაკს, მის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო კვირას იქნება ხელმისაწვდომი.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება სიგნალი იქნება სახელმწიფოებისთვის, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამასთან, დადებითი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა ჩინური ვაქცინები გავრცელდეს COVAX პლატფორმის საშუალებითაც.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) ჩინური ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებული კვლევების შედეგები წინა კვირაში განიხილეს, ამასთან, გასაჯაროვდა ექსპერტების შეფასებები ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *