World Bank: საქართველო უნდა მოემზადოს მომავლის სამუშაო ბაზრისთვის

World Bank: საქართველო უნდა მოემზადოს მომავლის სამუშაო ბაზრისთვის

მსოფლიო ბანკი 2020 წლამდე საქართველოში საშუალოდ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე – 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2020 წლისთვის 9%-მდე შემცირდება. მიმდინარე წლისთვის ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4,3%-ით ზრდას ელოდება, მომდევნო წელს 4,6%-ით, ხოლო 2020 წელს კი 5%-ით. მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს უმეტესად გაზრდილ ექსპორტს უკავშირებს: 

როგორია მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის მიმართ, როგორ აფასებთ დღეს ქართულ ბიზნეს გარემოს? 

საქართველოში ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 4-5%-ია. სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვხედავთ ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესებას, ასევე საკმაოდ დიდი ზრდა დავინახეთ ექსპორტში. ეს კი დაკავშირებულია ერთ საკითხთან რომელიც საქართველოში საკმაოდ არაპოპულარულია – ლარის გაუფასურებასთან. ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. მაკროეკონომიკურ ჭრილში კვლავ ვხედავთ მსხვილ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. იმპორტი კვლავ დიდია ქვეყანაში. რაც შეიძლება იყოს ელექტრონორგიის იმპორტითაც გამოწვეული, რომელიც საქართველოში იზრდება. 

ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, რაც გაზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართაც. ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით კურსი ყოველთვის ერთნაირი იქნება, –  ის იქნება დამოკიდებული საერთაშორისო შოკებზე, მაგალითად როგორიც იყო ნავთობის ფასები 2014 წელს.  ლარი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუფასურდეს და ამას ვერ შეცვლით, როგორიც არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. 

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში იყავით, სადაც თითქმის ყველა ქართული სტარტაპია თავმოყრილი. ერთერთი მთავარი პრობლემა რომელსაც სარტაპები მუდმივად აღნიშნავენ დაკავშირებულია ფინანსებთან წვდომაზე. საიდან უნდა მოდიოდეს დაფიანანსება მათთვის, მაშინ როდესაც ბანკებისთვის სტარტაპების დაფინანსება მაღალრისკიანი პროექტია? 

ძალიან მომწონს ტექნოპარკის იდეა, სადაც ერთი ქოლგის ქვეშ ხდება სტარტაპების ტექნოლოგიებით აღჭურვა, მათი დახმარება საერთაშორისო ბაზარზე წარსადგენად და ფინანსების მოსაზიდად. ფინანსები სტარტაპებისთვის ყოველთვის პრობლემაა. კომერციული ბანკებისთვის სტარტაპების დაფინანსება საკმაოდ რთულია. მათ პირველ რიგში სჭირდებათ გარანტიები. ბანკს არ შეუძლია დიდ რისკად გასცეს სესხი. ამიტომ სჭირდებათ სტარტაპებს ვენჩურული კაპიტალი ე.წ. ენგელ ინვესტორები, და თუ ისინი არ არიან საქართველოში მაშინ საზღვარგარეთ უნდა მოიძიოთ. 

საქართველოში სტარტაპების დაფინანსება თავის თავზე სახელმწიფომ აიღო და ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაც გამოიყო ამისთვის. რამდენად სწორია მთავრობის მხრიდან ამ მაღალი რისკის საკუთარ თავზე აღება? 

სწორია, თუკი არის ეფექტის მოლოდინი. მჯერა რომ სტარტაპები, რომლებიც  მაგალითად ტექნოლოგიურ სექტორში არიან წარმოდგენილები ამ ეფექტს მიაღწევენ. თუკი ქვეყანაში გექნებათ რამდენიმე წარმატებული მაგალითი, ეს გახდება სტიმული სხვა სტარტაპებისთვისაც.  მთავრობის საქმე არაა საბანკო სისტემის ან ვენჩურული კაპიტალის  ჩანაცვლება, იმ გზით რომ განაგრძოს სტარტაპების დაფინანსება, თუმცა დასაწყისისთვის ეს მისაღებია. 

მსოფლიო ბანკი ყოველთვის აღნიშნავს რომ  საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე კურსდამთავრებულების რაოდენობა აჭარბებს სამუშაო ძალაზე მოთხოვნას. როგორ ფიქობთ, რა არის გზა, რომ სწრაფად მოხდეს ამ დისბალანსის აღმოფხვრა? 

საქართველოში ბევრი რამ ვითარდება სწორად, თუმცა არის რამოდნეიმე პრობლემა საგანმანათლებლო სისტემაში.  განათლების ხარისხი სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში დაბალია.  ასევე დიდია განსხვავება განათლების დონეს შორის საქართველოს რეგიონების მიხედვით. ასე მაგალითად, თბილისში ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე სხვა რეგიონებში. სტუდენტები ხშირად იღებენ ცოდნას და უნარებს, რომელიც ბაზრის მოთხოვნებთან რელევანტური არ არის.  ამ პრობლემის მოგვარებას ბევრი დრო სჭირდება. ინვესტორისთვის კი კარგი სიგნალი იქნებოდა სწორი გეგმის წარდგენაც და გაჟღერებაც. ასევე უნდა გაიზარდოს ინტერაქცია სკოლასა და კერძო სექტორს შორისაც. პრიორიტეტი უნდა გააკეთოთ მომავლის განათლებაზე, რომელიც ამზადებს ადამიანს არამხოლოდ დღევანდელ სამუშაო ბაზრისთვის არამედ მომავლისთვის.  ჩვენ ვამზადებთ სკოლებს 21-ე საუკუნისთვის. 

საქართველოში საპენსიო რეფორმა იწყება, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად იყოს ჩართული მსოფლიო ბანკი. თუმცა, არის ორგანიზაციები, რომლებსაც არსებულ მოდელთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.  რამდენად მისაღებია მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოდელი? 

საქართველოში დღეს მოქმედებს ფიქსირებული საპენსიო სისტემა, რასაც ჩვენ პირველი პილარის პენსიას ვეძახით, რომელსაც სრულად სახელმწიფო უზრუნველყოფს. საპენსო რეფორმა მეორე პილარზე გადასვლას გულისხმობს. ამ მოდელით ხელმძღვანელობს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და უმეტესად განვითარებული ქვეყნები.  ეს არის მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს პენსიისა და შემოსავლის მოცულობის დაახლოვებას. ასევე ეკონომიკაში იქმნება დანაზოგები, რომელიც საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ დაბალია. ეს კი ინვესტირების საშულებას იძლევა სამომავლოდ, ასევე ვითარდება საფინანსო ბაზარი. საპენსიო შენატანი არის მოკრძალებული, თუმცა ძალიან საჭირო. 

სწორედ აქ იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა: ბევრი ადამიანი თვლის რომ ეს არის გადასახადი და ხალხს არ უყვარს გადასახადები… 

ეს არის არასწორი მიდგომა, რადგან ეს არ არის გადასახადი. მას ვერ ვუწოდებთ გადასახადს რადგან ეს არის დანაზოგი რომელსაც ადამიანი მოგვიანებით გამოიყენებს. ბევრ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ ეს სისტემა და ადამიანები რომლებიც იღებენ მაღალ ანაზღაურებას კარიერის  პერიოდში  მიიღებენ მეტს. ეს ბევრად უკეთესი სისტემაა ვიდრე მაგალითად ნებაყოფლობითი დანაზოგები. ასე რომ ეს არი არის გადასახადი.