წლის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 4.6%-ით გამყარდა

წლის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 4.6%-ით გამყარდა

ბოლო ორ თვეში აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5922-დან 2.4795- მდე შეიცვალა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით გამყარდა. აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი იანვარში 2.5922-დან 2.4969- მდე შეიცვალა.

იანვარში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 53% ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდიოდა. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 50 პროცენტი ეკავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.