Xiaomi-ს აშშ-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

Xiaomi-ს აშშ-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ჩინურ სმარტფონების მწარმოებელ კომპანია Xiaomi-ს აშშ-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. კერძოდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სარჩელი შეიტანეს აშშ-ის თავდაცვის და სახაზინო დეპარტამენტების წინააღმდეგ. საქმე ეხება, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის იმ კომპანიათა სიაში შეყვანას, რომელთაც ვაშინგტონი ჩინეთის, სადაზვერვო საქმიანობასთან აკავშირებს და მათთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

Xiaomi-ს განცხადებით, ამერიკის გადაწყვეტილება რომ მათი კომპანია “კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანიათა” სიაში შეიყვანონ, არის არასწორი, ამიტომაც ისინი ვაშინგტონის სასამართლოს მიმართავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არალეგალურად გამოაცხადონ.

ცნობისთვის, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობისას, იანვრის შუა რიცხვებში Xiaomi და კიდევ რვა კომპანია დაამატა სიას, რომელში შემავალ კომპანიებთანაც ამერიკელ ინვესტორებს პარტნიორობის შეწყვეტა მოეთხოვებათ.