YouTube-მა TikTok-ის მსგავსი პლატფორმა შექმნა

YouTube-მა TikTok-ის მსგავსი პლატფორმა შექმნა

YouTube-მა TikTok-ის მსგავსი პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. როგორც ცნობილია, YouTube-ის ახალი ვიდეო პლატფორმა ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთში იმუშავებს. ვინაიდან სწორედ ინდოეთში ჩინური TikTok-ის გამოყენება ივნისის ბოლოდან აკრძალულია.

YouTube-ის ახალი პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ატვირთოს ვიდეო, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს 15 წამზე ნაკლები. აპლიკაციას აქვს რამდენიმე სეგმენტიანი კამერა, სიჩქარის კონტროლი, ე.წ თაიმერი და ა.შ.

ამ დროისთვის პლატფორმა ხელმისაწვდომია YouTube-ის აპლიკაციაში მხოლოდ Android-ის მოწყობილობებში, თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე ის iOS-ისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ინდოეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც იგეგმება მისი ამოქმედება.

ცნობისთვის, ინდოეთმა ჩინური აპლიკაცია TikTok-ი და სხვა ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მაშინ TikTok-ის მომხმარებელთა რიცხვი 200 მილიონს აჭარბებდა ინდოეთში, რის გამოც აღნიშნული ქვეყანა ჩინური პლატფორმისთვის უმსხვილესი ბაზარი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.