რატომ უნდა არსებობდეს ბიზნესი?

სახელმწიფოს მთავარ ფუნქციებზე საუბრისას, პირველ რიგში გამოიყოფა ისეთი ასპექტები, როგორიცაა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, განათლება და სამართლი. სხვა ყველა შესაძლო ფაქტორი წარმოგვიდგება, როგორც ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მთავარი ამოცანების ეფექტურად განხორციელებას. არსებობს ასევე ალტერნატიული, უფრო ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, სადაც სახელმწიფოს მთავარ ფუნქციებს ემატება ბიზნესის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რომელიც თავისთავად წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის, სოციალური კეთილდღეობის, უმუშევრობის შემცირების და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრესის ქვაკუთხედს. ამ პროცესში სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია ბიზნესის ხელშემწყობი პლატფორმის მომზადების უზრუნველყოფაა.

პლატფორმის მომზადება კომპლექსური ამოცანაა და დამოკიდებულია ქვეყნის შენების სტრატეგიულ ხედვაზე. თუ ხელისუფალს არ აქვს კარგად გაცნობიერებული ბიზნესის არსებობის მნიშვნელოვნება, მისი პრიორიტებები სხვანაირად ლაგდება. წინა პლანზე მოდის სოციალისტური კონცეფციები და ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლის განხორციელების ბერკეტიც არ გააჩნია, ან გაჩნია, მაგრამ რესურსი არ აქვს იყოს ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში. საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ამზადებდეს ნიადაგს, რომელიც მიმზიდევლს გახდის ქვეყანას ინვესტიციებისთვის და მოხდება ბიზნესის ხელშეწყობა.

თუ როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ფუნქციას კარგად ჩანს სხვადასხვა მაჩვენებელში. ამ შემთხვევაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებს არ შევეხებით და ყურადღებას გავამახვილებთ ერთ-ერთ კონკრეტულ მოცემულობაზე, რომელიც საუკეთესოდ ასახავს სახელმწიფოში მიმდინარე ეკონომიკური პრცესების მაჯისცემას. საუბარია დროის კონკრეტულ მონაკვეთში ბიზნეს ერთეულების რეგიტრაციის სტატისტიკასა და დინამიკაზე.  ამ სტატისკის თვალყურისდევნებით ბევრ კითხვას შეიძლება გაეცეს პასუხი. ლოგიკა მარტივია: თუ ბიზნესრეგისტრების ტრენდი დაღმავალია, ნიშნავს, რომ ეკონომიკური პროცესების დინამიკა და ინტენსივობა მცირდება, დარეგისტრირებული ბიზნეს ერთეულების რაოდენობის შემცირება კი მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, „ძვირდება“ სიღარიბესთან ბრძოლის პროცესები, ანუ სახელმწიფოს ბიუჯეტის დისტრიბუცია ხდება სოციალურად აქტიურ მიმართულებებში და ის თანხები რომელიც წესით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად უნდა იხარჯებოდეს, ისეთ პროექტებზე ნაწილდება, რომელიც არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აქტიური ეკონომიკური სუბიექტები საქრთველოში 116 577-ია (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური), საიდანაც 94% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და ინდივიდუალურ მეწარმეზე მოდის.

2015 წლის პირველი ექვსი თვის მონაცმებით, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ბიზნეს რეგისტრების რაოდენობა თითქმის 6%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 23 434 ახალი ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაცია მოხდა (წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). იგივე პერიოდის ჭრილში კი 5%-ით შემცირდა ახლად დარეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების რაოდენობაც. 2015 წლის ივნისის თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.91-ზე დაფიქსირდა.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესება პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ტემპი კლებულობს. ასეთი ტრენდის შენარჩუნება უახლოეს მომავალში ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს. ახლა მხოლოდ ტენდეციას ვხედავთ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სახელმწიფო უმძიმესი ეკონომიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან ერთადერთია: სახელმწიფომ გააძლიეროს კონცენტრაცია ბიზნესისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე. თუ საქართველო არ გახდა მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, ეჭვქვეშ დგება მისი ნაციონალური კონკურენტუნარიანობა და განვითარების პერსპექტივა.

წინა სტატია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოსთვის
03 აგვისტო, 2015

შემდეგი სტატია

უნდა გამოეყოს თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია
06 აგვისტო, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა