"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

ყველაზე მყარი ინვესტიციები

ყველაზე მყარი ინვესტიციები

“Don’t tell me any of your doubts, man; I’ve got enough doubts of my own. Tell me something you believe in”. 

მარტო საქრთველოში წლის განმავლობაში ათასობით კომპანია იხსნება და იხურება. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ბაზარზე.  საკუთარი ადგილის ვერ დამკვიდრებაა დიახ, ძალიან რთულია თანამედროვე, არანორმალურად სწრაფ და ძლიერ კონკუნრეციაში ჩართვა და მითუმეტეს რთულია, მოიპოვო და შეინარჩუნო კონკუნრენტუნარიანობა ამ პირობებში. ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა სასურველი თანამშრომლების დარწმუნებაა, გახდეს ახლად შექმნილი კომპანიის წევრი.

უნდობლობა პოტენციური დასაქმებულების მხრიდან კომპანიების მიმართ ნელ-ნელა პიკს აღწევს. რთულია, დაითანხმო  ადამიანები  თანამშრომლობაზე, როდესაც მათ არ აქვთ უსაფრთხოების შეგრძნება.  ერთადერთი გამოსავალი პიროვნული ფაქტორია: ლიდერი რამდენად არწუმნებს გასაუბრებაზე მოსულ ადამიანს, რომ მასთან საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული და მეტკნალებად მდგრადი გარემო იქნება – არის გადამწყევტი ფაქტორი როგორი ადამიანური რესურსით ჩაებმება კომპანია კონკუნრეციის ომში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არც ფინანსური სახსრების და  არც იდეების  დეფიციტი არ არის. დღეს ყველაზე რთული ადამიანების მოძებნა და მათი დათანხმებაა. საჭირო უნარების მქონე შრომითი რესურსი – აი რას ეძებს ყველა დამსაქმებელი.

თავისთავად  სტუდენტები, გამოცდილი სპეციალისტები, დარგობრივი ექსპერტები გამუდმებით ცდილობენ თავის პოზიციების გამყარებას. ყველამ კარგად იცის, რომ უნიკალური კომპეტენცია (ის ნიშანი, რითაც მაინდამაინც შენზე აკეთებენ არჩევნას)  მდგრადი არ არის და თუ ყოველდღიურ რეჟიმში არ იზრუნე განვითარებაზე დრო არაკონკუნრეტუნარიანს გაგხდის და მოთხოვნაც შემცირდება შენზე.

ამ პირობებში და იმის გააზრებით, რომ ადამიანსაც ისევე როგორც კომპანიას შეზღუდული რესურსები აქვს, საკვანძო საკითხად რჩება – რაში გავაკეთოთ ინვესტიცია?  ინვესტიცია რომელიც იქნება უსაფრთხო და მომგებიანი?

ამ კითხვებზე ერთადერთი სწორი პასუხია: ინვესტიცია საკუთარ თავში ! ეს ყველაზე ღირებული და მომგებიანი ინვესტიციის ფორმაა. არ დაიშუროთ განათლება და პროფესიული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა. სწორად ამ დაშვებაზე გადის საკუთარი თავისუფალების მოპოვება. აქ იღება ახალი კარი ალტერნატიული რეალობის, სადაც პასუხისმგებლობას თავად იღებ შენს მომავალზე.

ადამიანი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული და შეუცვლელი რესურსი კომპანიებისთვის. სულ უფრო ფასეული ხდება. სწორედ ამიტომ უნდა გააკეთოთ ინვესტიცია საკუთარ განვითარებაში! სწორედ ამ შემთხვევაში გელოდებათ ყველაზე საინტერესო სამუშაო ადგილები  და თქვენ ძებნაში იქნებიან ყველაზე წარმატებული კომპანიები, ვინაიდან მათ წარმატებას სწორად თქვენ განაპირობებთ!

გააზიარე